კულტურა
03.09.2026 15:27
გორის თეატრი 182-ე სეზონს საპრემიერო ჩვენებით გახსნის
გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი 182-ე სეზონს საპრემიერო ჩვენებით გახსნის.

მაყურებელი ედუარდო დე ფილიპოს პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს - „აჩრდილები“ იხილავს, რომლის რეჟისორიც სანდრო ელოშვილია.

თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპექტაკლში ნოდარ დოღონაძე (მარჯანიშვილის თეატრი), ანა ლევენეცი, ზვიად მაღალაშვილი, ქიშვარდ მანველიშვილი (კ. მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი), დალი ნათელაშვილი, ზურაბ პავლიაშვილი, მაკა შალიკაშვილი და ზურაბ ხინჩიკაშვილი მონაწილეობენ.
კვირის ამბები