საზოგადოება
01.09.2026 13:50
გორის მუნიციპალიტეტის საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით ვაკანსიები გამოცხადდა
სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო უწყებებში ვაკანსიები გამოცხადდა.
 
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება დღეიდან, 1-ელი სექტემბრიდან, 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.

რაც შეეხება ვაკანსიებს, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 14 ვაკანსიაზე: მერიის შესყიდვების განყოფილება - 1 ვაკანსია; საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება - 1; იურიდიული განყოფილება - 1; ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება - 1; ბავშვთა დაცვის განყოფილება - 1; შიდა აუდიტისა და მონიტორინგის განყოფილება -1; ქონების განყოფილება - 1; ბუღალტერიის განყოფილება - 1; ბიუჯეტის შესრულების კონტროლის განყოფილება - 1; სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილება - 1; ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილება - 1; განათლების, კულტურისა და ახალგაზრდული განყოფილება - 2; მშენებლობის კონტროლის განყოფილება - 1; ხოლო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში - 3 ვაკანსიაზე გამოცხადდა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა იწყება.
შიდა ქართლის მასშტაბით, ჯამში, 71 ვაკანსიაა გამოცხადებული. სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

კონკურსის წესით შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.
კვირის ამბები