საზოგადოება
01.09.2026 13:16
უფლისციხის საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, გათვალისწინებულია სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე განახლების დეტალური გეგმის მომზადება, რაც მოიცავს როგორც სრულ რეაბილიტაციას, ასევე საჭიროების შემთხვევაში გამაგრების სამუშაოებს.

პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება შენობის ძირითადი ინფრასტრუქტურა, განახლდება სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეები და ადაპტირდება თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესის მოთხოვნების შესაბამისად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საინჟინრო კომუნიკაციების გაუმჯობესებას — გათბობის, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების განახლებას.

„აღნიშნული პროექტი ქვეყნის მასშტაბით ოცი საჯარო სკოლის, კერძოდ, გორის, კასპის, მესტიის, წყალტუბოს, ყვარლის, ზუგდიდის, დუშეთის, მცხეთის, ქედის, ბორჯომის, საგარეჯოს, ახმეტის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში და თბილისში მდებარე სკოლების აღდგენით სამუშაოებს მოიცავს. სკოლების რეაბილიტაციის შედეგად, მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, კეთილმოწყობილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო შეიქმნება, - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდში.
კვირის ამბები