გორის მუნიციპალიტეტში საგზაო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტში საგზაო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს და როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, მიზანი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესება და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა.
რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მონტაჟდება ახალი საგზაო ნიშნები, ეწყობა სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები, იცვლება დაზიანებული ბოძკინტები; გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთარშენში, სამ ლოკაციაზე დამონტაჟდა ტრანსპორტის მოსაცდელები; გორში კი, სტალინის გამზირსა და ჭავჭავაძის ქუჩაზე, გამწვანებული ზოლების ირგვლივ, იღებება დეკორატიული მოაჯირები.