უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის გამოცდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება.
სტუდენტები ტესტირების გასავლელად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9) 3 სექტემბერს უნდა გამოცხადდნენ. რეგისტრაცია 11:00 საათზე, გამოცდა კი 12:00 საათზე დაიწყება.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევაში გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება. მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი, სურვილის შემთხვევაში კი, წყალი პლასტმასის ბოთლით (0,5 ლ). ტესტირების ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთია.
„ტესტის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე naec.ge იმ პაროლის გამოყენებით, რომელსაც გამოცდის დღეს ცენტრის თანამშრომელი მონაწილეს გადასცემს.
გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე გამოსაცდელს შეუძლია ცენტრს მომართოს საპრეტენზიო განაცხადით. საპრეტენზიო განაცხადები მიიღება გამოცდის დღის 20:00 საათამდე მისამართზე: ქ. თბილისი, ე. მინდელის N9“, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.