რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.
შეკრებილებმა ადგილობრივი მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესებაზე, არსებული გამოწვევების გადაჭრის ეფექტურ გზებსა და ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება წყალმომარაგების სტაბილურობის უზრუნველყოფას და მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტების ეფექტურად განხორციელების საკითხებს დაეთმო.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი ფორმატის შეხვედრები არსებული საკითხების ეფექტურად მართვას და მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.