

კლიკის ჯვარზე სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ვიდეოს ატენის ადმინისტრაციული ერთეული ავრცელებს.
როგორც ვიდეოდან ირკვევა, კლიკის ჯვრის ბაზილიკა, რომელიც საკმაოდ დაზიანებულია, ხარაჩოებშია და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები როგორც ფასადის ნაწილზე, ასევე საკურთხეველში.
ვიდეოში ჩანს სასულიერო პირიც, რომელიც ტაძარს აკურთხებს.
ინფორმაციისთვის, არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მღებრიანის დასავლეთით 1 კმ-ზე, მდინარე თეძმის მარცხენა მხარეს მდებარეობს და VII-VIII საუკუნეებით თარიღდება.
ნაგებობა სამნავიანი ბაზილიკაა, ნაგებია ნატეხი ქვით, პილასტრები, თაღები, კარისა და სარკმლის წირთხლები კი - შირიმის ქვით.
ნაგებობა დაზიანებულია, არ არის შემორჩენილი ეკლესიის გადახურვა და კედლების ზედა ნაწილი.
ვიდეო იხილეთ Youtube ბმულზე