სტუდენტთა საპრეტენზიო განაცხადებისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნებათან დაკავშირებით, განაცხადების მიღება დღეს დაიწყო
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას გადახდილი საფასურის დაბრუნებისთვის, განაცხადების მიღება დღეს, 26 აგვისტოს, დაიწყო და 28 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას გადახდილი საფასურის დაბრუნების მოთხოვნა შეუძლიათ იმ აბიტურიენტებს და სტუდენტებს, რომლებმაც:
განაცხადის წარდგენისას გადაიხადეს განსაზღვრულზე მეტი ოდენობის საფასური;
საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვამდე არ წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი;
საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადეს საპრეტენზიო განაცხადზე;
საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეეცვალათ ტესტის შეფასება.
განაცხადები ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის - https:/ /online1.naec.ge/oapp/ გამოყენებით მიიღება, ხოლო აპლიკანტის მიერ მითითებულ ანგარიშებზე თანხა განაცხადების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში ჩაირიცხება.