ბაკურიანის ახალგაზრდული ბანაკი დასრულდა.
პროექტში, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 16-დან 21 წლამდე ასაკის 180 ახალგაზრდა მონაწილეობდა.
რაც შეეხება დაგეგმილ აქტივობებს, საზაფხულო ბანაკში მოზარდები მრავალფეროვან შემეცნებით, კულტურულ, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში იყვნენ ჩართულნი.
საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებმა გაიღრმავეს ცოდნა ემოციების მართვის, ეფექტური კომუნიკაციის, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მიმართულებით, ასევე განივითარეს მედიაწიგნიერების, პროექტების წერის და ციფრული უსაფრთხოების უნარები, გაეცნენ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს.
შეგახსენებთ, პროექტი ა(ა)იპ „საერთაშორისო ინოვაციური ინდუსტრიის“ მიერ განხორციელდა.