საზოგადოება
25.08.2026 12:02
ირაკლი კობახიძემ პირველკურსელებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველკურსელებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა მიულოცა.

მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს წარმატებული და საინტერესო სტუდენტური წლები უსურვა.

„სტუდენტობას გილოცავთ ყველას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეთ!

თქვენი დაუღალავი შრომა და მონდომება ღირსეულად დაფასდა. იწყება სრულიად ახალი, საინტერესო და დიდი შესაძლებლობებით სავსე ეტაპი.

განათლებული, პატრიოტი და მოაზროვნე ახალგაზრდობა ქვეყნის მთავარი საყრდენია. სწორედ თქვენი ხმა, შემართება და ძალისხმევა განსაზღვრავს საქართველოს ხვალინდელ დღეს. მჯერა, თქვენს ცოდნასა და ენერგიას ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და გაძლიერებას მოახმართ.

ვულოცავ და მადლობას ვუხდი თქვენს მშობლებს და პედაგოგებს, რომლებმაც უდიდესი ამაგი ჩადეს ამ წარმატებაში.
ნაყოფიერ, საინტერესო და დაუვიწყარ სტუდენტურ წლებს გისურვებთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კვირის ამბები