

ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში გორის მუნიციპალიტეტის მერმა, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მოსწავლეთა ნამუშევრები დაათვალიერა, გამოფენის მონაწილეებს წარმატებები უსურვა და მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცა.
გამოფენა, რომელიც დამთვალიერებელს სამი კვირის განმავლობაში მასპინძლობდა, კონსტანტინე ბუზალაძის ინიციატივით მოეწყო და მასში გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ინიციატივის მიზანი მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენა, ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა და სახვითი ხელოვნების პოპულარიზაციაა.