კულტურა
18.08.2026 13:18
„გზავნილი მშვიდობას“ - საოკუპაციო ხაზთან, სოფელ არბოში სახელოვნებო ფესტივალი გაიმართა
საოკუპაციო ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში ყოველწლიური სახელოვნებო ფესტივალი -„გზავნილი მშვიდობას - 2026“ გაიმართა.

ღონისძიებას ანტონ ფურცელაძის სასახლემ უმასპინძლა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ხელოვანები, მიწვეული სტუმრები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.

ფესტივალის საზეიმო გახსნამდე, არბოს ტაძარში მშვიდობისთვის დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა და მთელი დღის განმავლობაში სტუმრებმა მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და სახელოვნებო აქტივობები იხილეს. დასასრულს კი ანსამბლ „მართვეს“ კონცერტი გაიმართა.

საოკუპაციო ხაზთან სახელოვნებო ფსტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ და artvision-ის ორგანიზებით და მხარდაჭერით ჩატარდა, რომლის მიზანი მშვიდობის იდეის პოპულარიზაცია, ხელოვნების საშუალებით მშვიდობის გზავნილის გავრცელება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და შენარჩუნების მნიშვნელობის წარმოჩენაა.
კვირის ამბები