ქართულ ჭიდაობაში გამართულ ოლეგ ლომიძის სახელობის ტურნირზე გორის გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა.
გადამწყვეტ შეხვედრაში გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის მოჭიდავეებმა თბილისის გუნდი დაამარცხეს.
რაც შეეხება დაჯილდოებას, გამარჯვებულ გუნდს თასი, მედლები და ფულადი ჯილდო გადაეცა.
შეჯიბრზე გორელები შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდნენ: სანდრო გოგიაშვილი (50 კგ.), ლაშა სეხნიაშვილი (60 კგ.), ზურა ჯანეზაშვილი (65 კგ.), გივი თაბუაშვილი (75 კგ.) და გიორგი წურიაშვილი (+75 კგ.). სპორტსმენთა მწვრთნელები ვეფხია ბაზანდარაშვილი და კახა თათრიშვილი არიან.
ოლეგ ლომიძის სახელობის ტურნირი ახალდაბაში (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) ჩატარდა და 2010-2012 წწ. დაბადებული სპორტსმენებით დაკომპლექტებული ათამდე გუნდი მონაწილეობდა.