სპორტი
23.07.2026 15:32
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკა ხვედელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა
თავისუფალი სტილით მოჭიდავე გორელი ნიკა ხვედელიძე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს.

სპორტსმენმა დავით გობეჯიშვილის სახელობის ტურნირზე წარმატებით იჭიდავა, ოქროს მედალს დაეუფლა და მსოფლიო პირველობის საგზური მოიპოვა.

ნიკა ხვედელიძე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია (მწვრთნელები: დავით პოღოსიანი და ოთარ ტლაშაძე).

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 16-23 აგვისტოს ბრატისლავაში (სლოვაკეთი) ჩატარდება.
კვირის ამბები