სპორტი
22.07.2026 12:08
თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ ტურნირზე ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა ათი მედალი მოიპოვეს
დავით გობეჯიშვილის სახელობის ტურნირზე ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ათი საპრიზო ადგილი დაიკავეს.

შეჯიბრი ახალგაზრდებს შორის მიმდინარეობდა და აღნიშნული სკოლის სპორტსმენთა ანგარიშზე სამი ოქროს, ორი ვერცხლის და ხუთი ბრინჯაოს მედალია.

ტურნირის გამარჯვებულები გიორგი მაისურაძე (57 კგ.), ზურაბ აბალაკი (70 კგ.) და ნიკოლოზ მაისურაძე (92 კგ.) გახდნენ. ვერცხლის მედალი

დავით პაპუკიშვილმა (65 კგ.) და გივი კახნიაშვილმა (125 კგ.) მოიპოვეს. საბა მინდიაშვილმა (57 კგ.), გიორგი წურიაშვილმა (61 კგ.), ტარიელ საათაშვილმა (61 კგ.), გიგა ოთინაშვილმა (86 კგ.) და ლუკა ჩინჩრიკმა (125 კგ.) კი ასპარეზობა მესამე საპრიზო ადგილით დაასრულეს.

დავით გობეჯიშვილის სახელობის ტურნირი ონში ჩატარდა. შედეგების მიხედვით კი საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაკომპლექტდება, რომელიც 16-23 აგვისტოს ბრატისლავაში (სლოვაკეთი), ახალგაზრდებს შორის გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.
კვირის ამბები