სპორტი
20.07.2026 15:52
კარატეში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე გორელებმა წარმატებით იასპარეზეს

კარატეში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის კარატის სექციის სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, შეჯიბრის ვერცხლის პრიზიორი ალექსანდრე მღებრიშვილია. აღსანიშავია, რომ სპორტსმენი, დაჩი ღვინიაშვილთან და გიორგი გიგაურთან ერთად, გუნდური მესამე ადგილის მფლობელიც გახდა.

საპრიზო ადგილებზე გასულ კარატისტთა მწვრთნელები გელა პავლიაშვილი და ლევან სადაღაშვილი არიან.

საერთაშორისო ტურნირი - Olympic Hopes 2026 აზერბაიჯანში ჩატარდა.

კვირის ამბები