სპორტი
20.07.2026 13:24
„გოლდენ გორის“ ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია
ძიუდოს კლუბ „გოლდენ გორის“ სპორტსმენი ლუკა მაისურაძე სარაევოს ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია.

ძიუდოისტი 90 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და შეჯიბრის ფარგლებში, ოთხი შეხვედრა წარმატებით ჩაატარა.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ფინალურ შეხვედრაში იტალიელი ჯაკომო გამბა იუკოთი დაამარცხა და ევროპის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა.

ქართველმა ძიუდოისტებმა შეჯიბრი ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
კვირის ამბები