უეფას კონფერენს ლიგის პირველი ეტაპის საპასუხო მატჩში გორის „დილა“ სან მარინოს „ვირტუსთან“ 0:1 დამარცხდა.
„დილას“ კარში გოლი ელია ჩაჩიმ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ გორის გუნდმა „ვირტუსის“ წინააღმდეგ გამართული პირველი შეხვედრა 3:1 დაასრულა, შესაბამისად, „დილა“ უეფას კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე გადავიდა.
„რთული თამაში გამოვიდა. ვფიქრობ, უკეთესადაც შეგვეძლო, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით.
რაც შეეხება შემდეგ თამაშს, „აპოლონის“ სახით ბევრად ძლიერი მეტოქე გვყავს. მოვემზადებით, გავარჩევთ მათ თამაშებს, რა თქმა უნდა, ჩვენს შეცდომებსაც გამოვასწოორებთ და პოზიტიურად შევხვდებით მომდევნო მატჩს“, - აღნიშნა „დილას“ მეკარემ დავით კერესელიძემ.
უეფას კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის პირველ შეხვედრას გორის „დილა“ კვიპროსის „აპოლონის“ წინააღმდეგ 23 ივლისს გამართავს.