გორში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონის გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს კრივში.
ტურნირი სხვადასხვა წონით კატეგორიაში ტარდება. ასპარეზობები 17-წლამდე ასაკის სპორტსმენთა შორის მიმდინარეობს და ქართველებთან ერთად, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ისრაელიდან და ყაზახეთიდან ჩამოსული გოგონა და ვაჟი მოკრივეები მონაწილეობენ.
ნახევარფინალური ორთაბრძოლები ხვალ, 17 ივლისს გაიმართება, რაც შეეხება ფინალს, ჩემპიონ-პრიზიორები 18 ივლისს გამოვლინდებიან.
ტურნირს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს და საქართველოს კრივის ფედერაციის ორგანიზებით იმართება, სპორტის სასახლე მასპინძლობს.
ცნობისთვის, გიორგი კანდელაკი 1974 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში დაიბადა. მოკრივის სახელს არაერთი სპორტული წარმატება უკავშირდება. კანდელაკი მსოფლიოს ჩემპიონის, ვიცე-ჩემპიონის და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელია. გარდა ამისა, სპორტმენი სხვადასხვა ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია.