სპორტი
16.07.2026 11:39
„დილა“ „ვირტუსის“ განმეორებითი საფეხბურთო მატჩი დღეს ჩატარდება
უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს გორის „დილა“ სან მარინოს „ვირტუსის“ წინააღმდეგ დღეს, 16 ივლისს გამართავს.

შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება და სან მარინო უმასპინძლებს.

„დილას“ მთავარი მწვრთნელის დიამანტის ვავალისის თქმით, თამაშისთვის გუნდი სრული კონცენტრაციით ემზადება.

„ხანგრძლივი მგზავრობის მიუხედავად, გუნდში საბრძოლო და პიზიტიური განწყობაა. ყველა ვიმედოვნებთ, რომ გავიმარჯვებთ და შემდეგი ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ.

გორში ჩატარებული პირველი მატჩის შემდეგ გუნდმა სრულფასოვნად აღიდგინა ძალები. ვიმუშავეთ ყველა იმ დეტალზე, რაც ამ თამაშისთვის გვჭირდებოდა.

თამაში ჩემთვის 0:0-დან იწყება და შანსები ისევ 50/50 ზეა, რადგანაც სან-მარინოს გუნდს საშინაო თამაშების მაღალ დონეზე ჩატარების საკმარისი გამოცდილება აქვს.

გორელ გულშემატკივარს ვპირდებით, უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლებთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ“, - აღნიშნა დიამანტის ვავალისმა.

შეგახსენებთ, უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში „დილამ“ „ვირტუსი“ 3:1 დაამარცხა.
კვირის ამბები