სპორტი
11.07.2026 22:00
კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია
გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე კონსტანტინე პეტრიაშვილი 20-წლამელთა შორის ევროპის ჩემპიონია.

ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენმა, ჯამში, ოთხი შეხვედრა წარმატებით ჩაატარა. გადამწყვეტ დაპირისპირებაში ფრანგი აშაბ დადაევი 10:0 დაამარცხა და ოქროს მედალს დაუფლა.

აღსანიშნავია, რომ კონსტანტინე პეტრიაშვილმა კონტინენტის პირველობა მეოთხედ მოიგო. გარდა ამისა, 17-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია.

კონსტანტინე პეტრიაშვილი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის აღზრდილია. სპორტსმენის პირადი მწვრთნელი არჩილ ბარამიძეა.

ევროპის ჩემპიონატი მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ჩატარდა
კვირის ამბები