გორის სპორტის სასახლე გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.
შეჯიბრი 14-18 ივლისს ჩატარდება.
ასპარეზობები 17-წლამდე მოკრივეთა შორის გაიმართება და ქართველებთან ერთად, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, ისრაელიდან და სომხეთიდან ჩამოსული სპორტსმენები იასპარეზებენ.
ცნობისთვის, გიორგი კანდელაკი 1974 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში დაიბადა. მოკრივის სახელს არაერთი სპორტული წარმატება უკავშირდება. კანდელაკი მსოფლიოს ჩემპიონის, ვიცე-ჩემპიონის და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელია. გარდა ამისა, სპორტმენი სხვადასხვა ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია.