საზოგადოება
06.07.2026 11:54
ერთიანი ეროვნული გამოცდები ინგლისური ენის გამოცდით გრძელდება
2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს, 6 ივლისს, აბიტურიენტები ინგლისური ენის გამოცდას აბარებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გორის საგამოცდო ცენტრში პირველ სესიაზე რეგისტრირებული 495 აპლიკანტიდან ტესტზე 476 აბიტურიენტმა იმუშავა.

რაც შეეხება მეორე სესიას, რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
კვირის ამბები