სპორტი
06.07.2026 11:54
საბა საბაშვილი პრაღის ახალგაზრდული ევროპის თასის ბრინჯაოს პრიზიორია
გორელი ძიუდოისტი საბა საბაშვილი პრაღის ახალგაზრდული ევროპის თასის ბრინჯაოს პრიზიორია.

ტურნირის ფარგლებში, სპორტსმენმა ექვსი შეხვედრა ჩაატარა. მესამე საპრიზო ადგილისთვის ბულგარეთის წარმომადგენელს დაუპირისპირდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ საბა საბაშვილმა მიმდინარე წლის ივნისში ბერლინის ევროპის თასი მოიგო. სპორტსმენი ევროპის თასის ვერცხლის (2022 წ; კადეტები) და ბრინჯაოს (2025 წ; დიდები) პრიზიორიცაა.

საბა საბაშვილი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია (მწვრთნელები: ირაკლი ლომიძე, გიორგი თათრიშვილი).

პრაღის ახალგაზრდული ევროპის თასი ქართველმა ძიუდოისტბმა შვიდი მედლით დაასრულეს
კვირის ამბები