სკრის საფეხბურთო გუნდის ფეხბურთელებს საჩუქრად საფეხბურთო ბურთები გადაეცათ.
სპორტული ინვენტარი გუნდს „დინამო თბილისის“ ფეხბურთელმა კობი კაკაშვილმა გადასცა. სპორტსმენმა ბავშვებს საჩუქარი პირველი ხელფასით შეუძინა.
რაც შეეხება კობი კაკაშვილს, ფეხბურთელი თორმეტი წლის განმავლობაში დინამოს აკადემიაში ვარჯიშობდა, მთავარ გუნდში კი დებიუტანტია.