შოთა ჩოჩიშვილის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის კარატისტები მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს გოგიტა არქანიას შეხვდნენ.
ტიტულოვანმა სპორტსმენმა ახალგაზრდებს გამოცდილება გაუზიარა და მწვრთნელებთან ერთად მასტერკლასი ჩაატარა.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაცით, კარატეს სექცია სასპორტო სკოლის ერთ-ერთი აქტიური სპორტული სექციაა, სადაც სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდები ვარჯიშობენ.