სპორტი
30.06.2026 11:21
სტეფანწმინდაში გამართულ ტურნირზე გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა თვრამეტი მედალი მოიპოვეს
ტარიელ ალიბეგაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა თვრამეტი მედლით დაასრულეს.

მოპოვებული მედლებიდან თერთმეტი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის, შვიდი კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ანგარიშზეა.

ტურნირის გამარჯვებულები დანიელ გალეგაშვილი (29 კგ.), ანდრია გამხიტაშვილი (32 კგ.), მათე პაპიტაშვილი (35 კგ.), აივაზ ემინოვი (38 კგ.), გიორგი ჭიღლაძე (44 კგ.), ლექსო ნოზაძე (48 კგ.) და მიხეილ მაყიშვილი (68 კგ.) გახდნენ.

ვერცხლის მედალს გიორგი ოქროპირიძე (41 კგ.), გაბრიელ ჩინჩრიკი (44 კგ.), თორნიკე დვალიშვილი (44 კგ.), ლექსო დოლაბერიძე (62 კგ.) და ზუკა დოთიაშვილი (85 კგ.) დაეუფლნენ.

ბექა ბერიანიძე (26 კგ.), თომა პაპიტაშვილი (35 კგ.), ნიკოლოზ გაგლოშვილი (41 კგ.), ლაზარე ინდუაშვილი (48 კგ.), იოსებ ფაცინაშვილი (53 კგ.) და ტატო ცხაოშვილი (57 კგ.) ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორები არიან.
კვირის ამბები