სპორტი
09.06.2026 15:24
საქართველოს ჩემპიონატზე გორელმა კიკბოქსიორებმა თერთმეტი მედალი მოიპოვეს
თერთმეტი საპრიზო ადგილით დაასრულეს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის კიკბოქსიორებმა საქართველოს 33-ე ჩემპიონატი.

ქვეყნის პირველობა მარნეულში ჩატარდა და გორელთა ანგარიშზე ორი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ხუთი ბრინჯაოს მედალია.
საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ავთანდილ მწარიაშვილი (26 კგ.) და ნიკოლოზ კაჟაშვილი (48 კგ) დაეუფლნენ. ვერცხლის მედალი ავთანდილ შავშიშვილმა (38,5 კგ.), საბა კობალაძემ (57 კგ.), ზვიად სკასიროვმა (60 კგ.), ლუკა მაისურაძემ (63,5 კგ.) მოიპოვეს. საბა მელითაური (54 კგ), ბექა ბალიაშვილი (57 კგ.), ილია ფიფია (63,5 კგ.), ნიკა მთიულიშვილი (63,5 კგ.) და თორნიკე გიკაშვილი (81 კგ.) ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

სპორტსმენები შეჯიბრისთვის ვლადიმერ ჯანეზაშვილმა მოამზადა.
კვირის ამბები