
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პირველ საშეჯიბრო დღეს შიდა ქართლიდან მოასპარეზე გუნდებმა სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვეს.
რეგიონის სახელით მონაწილე სპორტსმენებმა ქვიშის ჭიდაობაში ოთხი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. გამარჯვებულები გიორგი გოგალაძე (50 კგ.), ნიკოლოზ ტარუაშვილი (55 კგ.), თორნიკე ბასიშვილი (60 კგ.) და მიხეილ მაყიშვილი (65 კგ.) გახდნენ. თორნიკე დვალიშვილი (45 კგ.) და დავით რაზმაძე (75 კგ.) ბრინჯაოს მედლის პრიზიორები არიან.
რაც შეეხება ცურვას, ვერცხლის მედალი ნიკოლოზ ჭულუხაძემ (200 მ. ბრასი.), ბრინჯაოს მედალი ნინი ბიბილურმა (200 მ. ბრასი.) მოიპოვა. ბრინჯაოს პრიზიორია შიდა ქართლის ქალ მოცრავეთა გუნდიც, რომლის შემადგენლობაში ელენე მგალობლიშვილი, ლიზი მაჭარაშვილი, ნინი ბიბილური დაირინა მურადიანი ასპარეზობდნენ (მწვრთნელები მარიკა კახიაშვილი, ნინო შოშიაშვილი). სპორტსმენებმა 4x100 მ. თავისუფალი ყაიდის დისციპლინაში მესამე ადგილი დაიკავეს.
ზემოაღნიშნული სპორტის სახეობების გარდა, ძიუდოს შერეულ გუნდურ ასპარეზობაში რეგიონის გუნდმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ფესტივალზე გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ქეთევან ივანიძე, ქრისტინა მაზანაშვილი, მართა ფსუტური, ბექა გოგლიძე, ლაშა სეხნიაშვილი და გიგა ბუზალაძე (მწვრთნელები: ვეფხია ბაზნდარაშვილი, მირზა ხაბარელი).
შეგახსენებთ, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. შიდა ქართლში მცხოვრები სპორტსმენები სპორტის 14 სახეობაში (ბადმინტონი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, კალათბურთი 3X3, კრივი, მაგიდის ჩოგბურთი, ტაეკვონდო, ფრენბურთი, ქართული ჭიდაობა, ქვიშის ჭიდაობა, ჩოგბურთი, ცურვა, ძიუდო (შერეული გუნდური), ხელბურთი)
რაც შეეხება ფესტივალის მიზანს, სპორტის მასობრიობის ზრდა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, რეგიონების აქტიური ჩართულობა, მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენა, ოლიმპიური მოძრაობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია წარმოადგენს.