გორის საფეხბურთო კლუბის აღსაზრდელებს ახალი სავარჯიშო ეკიპირება გადაეცათ.
„გორის“ ხელმძღვანელების ჩართულობით და გუნდის ტექნიკური მხარდამჭერის (macron) დახმარებით, ახალი ეკიპირებით 400-ზე მეტი ბავშვი შეიმოსა.
როგორც კლუბის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც სკოლის, ასევე კლუბის განვითარებისთვის.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დღეს გორის საფეხბურთო სკოლას და ძირითად გუნდს უკვე ერთი იდენტობა, ერთი ეკიპირება და ერთი სახე აქვთ. ეს ერთიანობა არა მხოლოდ კლუბის კულტურას და ღირებულებებს უსვამს ხაზს, არამედ მომავალშიც გამორჩეულად წარმოაჩენს გორის საფეხბურთო სკოლას და მის აღსაზრდელებს“, - აღნიშნულია საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაცის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.