სპორტი
29.05.2026 16:05
გორის „გორი“ მომდევნო საფეხბურთო მატჩში „თელავს“ დაუპირისპირდება
გორის საფეხბურთო კლუბი „გორი“ „თელავს“ დაუპირისპირდება.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მეთექვსმეტე ტურის მატჩი ხვალ, 30 მაისს ჩატარდება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრი (თბილისი) უმასპინძლებს.

გასული ტურის თამაში გორის გუნდმა ზუგდიდის „ოდიში 1919“-ის წინააღმდეგ გამართა. მატჩი ზუგდიდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
კვირის ამბები