ტარიელ საათაშვილი ქვიშის ჭიდაობაში გამართული ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ტარიელ საათაშვილმა (60 კგ.) ქვიშის ჭიდაობაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სპორტსმენმა 17-წლამდელთა შორის იასპარეზა და მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში უკრაინელი დენის ვიტკო დაამარცხა.
ტარიელ საათაშვილი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია (მწვრთნელი - არკადი ხინჩიკაშვილი).
ევროპის ჩემპიონატი ხორვატიის ქალაქ პორეჩში ჩატარდა. კონტინენტის პირველობა 15, 17 და 20-წლამდელთა შორის გაიმართა.