სამართალი
14.05.2026 15:21
ჭავჭავაძის ქუჩაზე ორ მამაკაცს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს ერთ-ერთი მათგანი დაშავდა
გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას ერთი პირი დაშავდა.

პირმა, რომელსაც, თვითმხილველთა თქმით, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, სავარაუდოდ, ბასრი საგნით, დაზიანება მიაყენა მამაკაცს, რომელიც ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე თვითნებურად ეხმარებოდა მძღოლებს ავტომანქანების დაპარკინგებაში.

თვითმხილველებმა ინციდენტის შემდგომ სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. მათი ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
კვირის ამბები