საზოგადოება
06.05.2026 13:36
გორელმა ნიკოლოზ ხოჯევანიშვილმა ჩარიცხვის შეთავაზება მსოფლიოს რვა წამყვანი უნივერსიტეტიდან მიიღო

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მე-12 კლასის მოსწავლეს, გორელ ნიკოლოზ ხოჯევანიშვილმა ჩარიცხვის შეთავაზება მსოფლიოს რვა უნივერსიტეტიდან მიიღო.

ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საგანმანათლებლო სააგენტო PRIME STUDY-ი ავრცელებს.

,,PRIME STUDY ულოცავს გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მე-12 კლასის მოსწავლეს, ნიკოლოზ ხოჯევანიშვილს ESSEC Business School-ში Global Business Administration საბაკალავრო პროგრამაზე მიღებას!

ნიკა კლასგარეშე აქტივობებით (მათ შორის პროფესიული სტაჟირება, სპორტი, მოხალისეობა) და SAT-ის გამოცდის მათემატიკურ ნაწილში მაღალი ქულით გამოირჩევა, რის შედეგადაც ჩარიცხვის შეთავაზება ასევე მიიღო შემდეგი უნივერსიტეტებისგან:

  • ESADE Business School (ესპანეთი)
  • Universidad CEU San Pablo (ესპანეთი)
  • IESEG School of Management (საფრანგეთი)
  • EDHEC Business School (საფრანგეთი)
  • University of Exeter (გაერთიანებული სამეფო)
  • Universita Cattolica (იტალია)
  • KU Leuven (ბელგია)

 არჩევანი 1907 წელს დაფუძნებული ESSEC Business School-ის სასარგებლოდ გააკეთა, რომელიც საფრანგეთში #1-ია ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამებს შორის და საფრანგეთის გარდა, ფილიალები აქვს სინგაპურსა და მაროკოში!

წარმატებულ და საინტერესო სტუდენტურ წლებს ვუსურვებთ ნიკას საფრანგეთში!“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც PRIME STUDY-ი ავრცელებს.

კვირის ამბები