

გორში, ცხინვალის გზატკეცილზე, ფეხბურთის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთსართულიანი დამხმარე შენობის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შენობაში მოეწყობა გასახდელი ოთახები სველი წერტილებით, ასევე შეხვედრების ოთახები, გათბობის, წყალანარინების და ელექტროობის სისტემები.
ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პროექტის მიზანი სპორტსმენების და სტუმრებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა.
დამხმარე შენობა სრულად აღჭურვილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რაც ყველასთვის მოსახერხებელ და ხელმისაწვდომ სივრცეს უზრუნველყოფს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს