

ვარიანელმა მოკრივემ ლაშა კერესელიძემ თურქეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე - „AHMET CÖMERT BOSPHORUS“ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
შეჯიბრის ფარგლებში, სპორტსმენმა ორი შეხვედრა ჩაატარა. აზერბაიჯანელ მოკრივეს სძლია, თურქეთის წარმომადგენელთან კი დამარცხდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ლაშა კერესელიძე გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლის სპორტსმენია.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირი სამი მედლით დაასრულა. შეჯიბრის ვიცე-ჩემპიონი ბექა წერედიანი (+90 კგ.) გახდა. ბრინჯაოსმედალი კი თათია ბუკიამ (80 კგ.) მოიპოვა.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი