სპორტი
07.04.2026 15:56
ონში გამართულ ტურნირზე ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს

მიშა მაისურაძის ხსოვნის მემორიალურ ტურნირზე ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა ათი საპრიზო ადგილი დაიკავეს.

თავისუფალი სტილით მოჭდავეების მიერ მოპოვებული მედლებიდან ხუთი ოქროს, სამი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს სინჯისაა.

ტურნირის გამარჯვებულები ბექა ბერიანიძე (23 კგ.), ნიკა ბერიანიძე (26 კგ.), დანიელ გალეგაშვილი (29 კგ.), თომა პაპიტაშვილი (35 კგ.) და გაბრიელ ჩინჩრიკი (41 კგ.) გახდნენ.

მეორე ადგილზე ლაზარე ხეთაგური (26 კგ.), დავით ჩოჩიშვილი (32 კგ.) და გაბრიელ კაკაურიძე (41 კგ.) გავიდნენ.

დაჩი კარელიძე (32 კგ.) და გიორგი კარელიძე (38 კგ.) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ.

მიშა მაისურაძის ხსოვნის მემორიალური ტურნირი ონში ჩატარდა.

კვირის ამბები