

გორი, კომპოზიტორის და პოეტის, სულხან ცინცაძის დაბადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს უმასპინძლებს.
ღონისძიება საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის ორგანიზაციის ინიციატივით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდება.
საიუბილეო საღამო 9 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება და სულხან ცინცაძის სახელობის გორის სამუსიკო კოლეჯი უმასპინძლებს.
დასრება თავისუფალია.
„სულხან ცინცაძეს ეკუთვნის ოპერები, ოპერეტები, ბალეტები, ორატორია, სავიოლინო, საფორტეპიანო და სავიოლონჩელო კონცერტები, კვარტეტები.
იგი იყო მსოფლიო დონის ხელოვანი, რომლის ნაწარმოებებსაც აღფრთოვანებით უსმენდნენ მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყანაში", - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის