

რეგიონული თეატრალური ფესტივალების კონკურსში მონაწილეობისთვის საქართველოს კულტურის სამინისტრომ განაცხადების მიღება დაიწყო.
სამინისტროს ინფორმაციით, პროცესი 2 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. საკონკურსო განაცხადები, როგორც მატერიალური სახით (თბილისი, სანაპიროს ქ. №4), ასევე ელექტრონულად: info @culture. gov. ge ქართულ ენაზე მიიღება.
რაც შეეხება კონკურსის მიზანს, საქართველოში თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა, რეგიონებში თანამედროვე ქართული თეატრის პოპულარიზაცია, თეატრების გააქტიურება, საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება და მაყურებლის ჩართულობიასთან ერთად, კულტურაზე ხელმისაწვდომობის ზრდა წარმოადგენს.
მონაწილეობის მსურველებს დებულების ნახვა და საკონკურსო განაცხადის ფორმის შევსება საქართველოს კულტურის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მითითებულ ბმულზე შეუძლიათ.
კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის