კულტურა
02.03.2026 13:44
გორის თეატრში „იღბლიანის“ ჩვენებისთვის ემზადებიან

გ. ერისთავის სახელობის თეატრში, 7 მარტს „იღბლიანის“ ჩვენებისთვის ემზადებიან.

მაყურებელი დრამატურგ ფიქრია ყუშიტაშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სიტუაციურ კომედიას 19:00 საათზე იხილავს.

სცენარის რეჟისურა და მუსიკალური გაფორმება მამუკა ტყემალაძეს ეკუთვნის.

სპექტაკლში კი მაღი არღუთაშვილი, ომარ ბექაური, ქეთი ლუარსაბიშვილი და ზაზა ცარულაშვილი მონაწილეობენ.

თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, სპექტაკლზე დაწესებულია ასაკობრივი ცენზი 14+

დაინტერესებულ მაყურებელს ბილეთების შეძენა თეატრის სალაროში და საიტზე: biletebi. Ge - ზე შეუძლია.

კვირის ამბები