კულტურა
27.02.2026 14:10
გორის თეატრს საგასტროლო ტურნეს ფარგლებში მესხეთის დრამატული თეატრი ეწვევა

გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი მესხეთის (ახალციხის) დრამატულ თეატრს უმასპინძლებს.

საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, 15 მარტს, გორის თეატრის სცენაზე ახალციხელი მსახიობები ლია სულუაშვილის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლს, სახელწოდებით - „მერხებზე ანგელოზები სხედან“ ითამაშებენ.

სკოლა, დამამთავრებელი კლასი, გარდამავალი ასაკი, ამ ასაკის თანმხლები პრობლემები და ამ პრობლემებით დატვირთული გმირები მეთორმეტე კლასის მოსწავლეები არიან, მათთვის დამახასიათებელი სილაღით, მეგობრობით და სიყვარულით...

დაინტერესებულ პირებს ბილეთების შეძენა-დაჯავშნა უკვე შეუძლიათ ტელეფონის შემდეგი ნომრების მეშვეობით: 0370 27 79 32; 577 390 350.

წარმოდგენა 17:30 და 20:00 საათებზეა ჩანიშნული.

კვირის ამბები