

27 თებერვალს, გორში, ჯაზ შემსრულებლის - მაია ბარათაშვილის და პიანისტ გიორგი რაქვიაშვილის მასტერკლასი/კონცერტი გაიმართება.
მუსიკალური საღამო კომბინატის კულტურის ცენტრის დიდ დარბაზში (მის: მშვიდობის №12ა) ჩატარდება და ხვალ, 18:00 საათზე დაიწყება.
ღონისძიება პროექტის - „შემოქმედებითი აქცენტების“ ფარგლებში, სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ორგანიზებით გაიმართება.
საღამოზე დასწრება თავისუფალია.
ანანო ხარაიშვილმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 60-დან 60 ქულა აიღო