საზოგადოება
11.12.2025 12:59
ინფრასტრუქტურის მინისტრი ატენის ხეობის საჭიროებებს და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი ატენის ხეობაში იმყოფებოდა. რევაზ სოხაძე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიასთან ერთად, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ატენის სიონის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პირველი ეტაპი 2020 წელს დასრულდა, რომლის ფარგლებში, საფეხმავლო ბილიკი, საზოგადოებრივი საპირფარეშოები და ავტოსადგომი მოეწყო. გასულ წელს კი ატენის ხეობის განახლების ახალი ეტაპი დაიწყო. დასრულებულია სოფლიდან ეკლესიამდე შემოვლითი ბილიკის, კაფეს, ფანჩატურის, საზოგადოებრივი საპირფარეშოს, საეკლესიო მაღაზიისა და ეკლესიასთან მისასვლელი საფეხმავლო ბილიკის საფარის განახლების სამუშაოები. ამჟამად, სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი საავტომობილო და საფეხმავლო ხიდების მშენებლობა, ეკლესიასთან მისასვლელი ბილიკის მოწყობის, ტერასების საკონსერვაციო, ტერიტორიის გარე განათების, ღობის და ჭიშკრების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

„პროექტი, რომლის მიზანს უსაფრთხოების, ხელმისაწვდომობის და ვიზიტორების მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ატენის ხეობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისა და ტურისტული მარშრუტების სრული განახლება წარმოადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები