

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები ბაკურიანის საზაფხულო ბანაკში გაემგზავრნენ. პირველი ნაკადი გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ გააცილა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ბაკურიანში 180 ახალგაზრდა (16-20 წელი) ოთხ ეტაპად გაემგზავრება. მონაწილეები ბანაკში ხუთი ღამე და ექვსი სრული დღე დარჩებიან.
ბანაკის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ თემებზე: ემოციების მართვა, ეფექტური კომუნიკაცია, პროფესიული ორიენტაცია, კარიერის დაგეგმვა, პროექტების წერა, მედიაწიგნიერება, ციფრული უსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი. გარდა ამისა, სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობებიცაა დაგეგმილი.
პროექტს საერთაშორისო ინოვაციური ინდუსტრია გორის მუნიციპალიტეტის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.