

გორში, სავაჭრო ცენტრ ,,გალერეაში“ გუშინ მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სოციალური მედიით არაერთი ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის, ინფორმაცია, თითქოს, მომხდარის გამო, ნერვიულობის ნიადაგზე, მოკლული მამა-შვილის - დავით და გიორგი ცაციაშვილების ოჯახის კიდევ ერთი წევრი, ასაკოვანი ქალი გარდაიცვალა. ,,გორის მაცნემ“ ოჯახის ახლობლებთან გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია და არის სიცრუე.
ამავე თემაზე: https://www.gmnews.ge/geo/12634
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.