

გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში პატარა მაყურებელთან შესახვედრად ისევ ემზადებიან. 2 მარტს თოჯინური სპექტაკლის - „წითელქუდა“ ჩვენებაა დაგეგმილი.
რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის დადგმულ წარმოდგენაში კობა კოპაძე, ნათია ტატულაშვილი, მზიკა ტურაშვილი, მარიამ არღუთაშვილი და გიორგი ჩოჩნიძე მონაწილეობენ.
სპექტაკლის ჩვენება 18:00 საათზე დაიწყება.
დაინტერესებულ მაყურებელს ბილეთების შეძენა-დაჯავშნა თეატრის სალაროში და საიტზე: biletebi. Ge შეუძლია.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.