

გორში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე ორი ახალგაზრდა დაჭრეს.
დაჭრილები კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც ხათუნა შრუბმა აღნიშნა, დაშავებულებს მრავლობითი შემავალი ჭრილობები აღენიშნებოდათ, ორივე ახალგაზრდას ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და მკურნალობა გრძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
,,გორის მაცნეს“ წყაროს ცნობით, 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს დაზიანებები სავარაუდოდ დანით მიაყენეს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს