გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი „ნართები“ დღეს, 17 ოქტომბერს კონცერტს გამართავს.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით ტარდება და მასზე დასწრება თავისუფალია.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტი მეჯვრისხევის საჯარო სკოლის დარბაზში 15:00 საათზეა დაგეგმილი.
ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი „ნართების“ სამხატვრო ხელმძღვანელი გოგიტა თათულაშვილია.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს