გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და დაფინანსებით თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში გ.ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი თბილისის სხვადასხვა თეატრს 12 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.
რაც შეეხება დღეს, 7 ოქტომბერს ჩანიშნულ სპექტაკლს, მაყურებელი რუსთაველის თეატრის წარმოდგენას - „მიჯაჭვული პრომეთე“ (რეჟისორი რობერტ სტურუა) იხილავს.
შეგახსენებთ, თეატრალური ფესტივალი - „როტონდას“ დაარსებით, გორის თეატრმა სიმბოლურად, 180-ე შემოქმედებითი, საიუბილეო სეზონი გახსნა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს