გორში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიხსნა.
აქტივობაში გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის 3 000-მდე მოსწავლეა ჩართული.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, შეჯიბრი სპორტის შვიდ სახეობაში და ერთ სპორტულ აქტივობაში (ფრენბურთი, მინი-ფეხბურთი, გეზრბენი, მაგიდის ჩოგბურთი, ხელბურთი, 3X3 კალათბურთი, ბადმინტონი და მხიარული სტარტები) იმართება.
„მუნიციპალური ეტაპის შემდეგ, რომელიც დეკემბერში სრულდება, ზონალური შეჯიბრებები გაიმართება. ფინალურ ეტაპზე ყველა სახეობაში და დისციპლინაში ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან. ოლიმპიადა მომავალი წლის ზაფხულამდე გრძელდება. ღონისძიებაში მოსწავლეები საქართველოს ყველა რეგიონიდან მონაწილეობენ“, - აცხადებენ მერიაში.